15 წლის მოზარდს სატვირთოს საბურავი მოხვდა და დაიღუპა - უბედური შემთხვევა სოფელ ქვიანში

საქართველო, თბილისი - 15:11 | 20.12.2017
ნანახია: 1281

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში 15 წლის მოზარდი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გზაზე მიმავალ სატვირთო მანქანას საბურავი მოძვრა, რომელიც იქვე მყოფ 15 წლის მოზარდს მოხვდა.

მოზარდი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე