შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ახალი დეპარტამენტი იქმნება

საქართველო, თბილისი - 11:29 | 20.12.2017
ნანახია: 804

შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ახალი დეპარტამენტი იქმნება, - ამის შესახებ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური აპარატის დონეზე ახალი დეპარტამენტის შეიქმნება და მისი მთავარი მიზანი საგამოძიები პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.

„ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი დროებითი იქნება, სანამ სამინისტროში საგამოძიებო კომპონენტის რეფორმირება სრულად არ დასრულდება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი ტიპის დანაშაულზე როგორიც არის ქალთა მიმართა ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და სხვა“, – განაცხადა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე