შსს-მ რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:15 | 19.12.2017
ნანახია: 873

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 
შეგახსენებთ, რუსთაველის მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს.

მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით  გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე