რა გახდა 11 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი - ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი განმარტებებს აკეთებს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 19.12.2017
ნანახია: 2640

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განმარტებით, გარდაცვლილი 11 წლის გოგონა კლინიკაში 25 ნოემბერს, პნევმონიის, ვირუსული მონონუკლეოზისა და თანხმლები დაავადების - დაუზუსტებელი ეპილეფსიის დიაგნოზით შეიყვანეს.

როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ბავშვს ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ინფექციის გამო. 

,,მკურნალობის გადაწყვეტილების ყველა ნაბიჯზე ჩართული იყვნენ მშობლები. ბავშვი გადაყვანილი იყო რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას აღენიშნებოდა შერეული ინფექცია, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული. პაციენტს განუვითარდა ანთებითი სინდრომი, ამის შემდეგ პოლიორგანული უკმარისობა და მივიღეთ სავალალო შედეგი. კვლევების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრი, იქაც ჩატარდა კვლევები. პაციენტის მკურნალობა სახლშივე იყო დაწყებული, სამი დღე უკეთდებოდა ანტიბიოტიკი, არ იმოქმედა და ამის შემდეგ დაწვა ჩვენს კლინიკაში. შემოსვლისთანავე პირველი დიაგნოზი დადგენილი იყო. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ოჯახს კვლევაზე და ანალიზზე ჰქონდა წვდომა, შეეძლოთ, ნებისმიერი სხვა სპეციალისტისთვის ეჩვენებინათ ყველაფერი", - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, ციციშვილის კლინიკაში 11 წლის გოგონა გუშინ გარდაიცვალა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე