სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე ბილეთი 595 ლარი ეღირება

საქართველო, თბილისი - 13:32 | 19.12.2017
ნანახია: 2494

24 დეკემბერს, ბიოლი ჰოლში ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტის, “მსოფლიო კინომუსიკის შედევრების" განახლებულ ვერსიას წარადგენენ. 

კინომუსიკის შედევრების მოსმენის პარალელურად, ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან. მათ ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები.

შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი, მათ შორის გია ყანჩელის “ის აქ არის” ფილმიდან “შერეკილები”, ნიკოლოზ რაჭველი კი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინომოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.

ბილეთის ფასი 595 ლარი იქნება, რომელშიც კონცერტი, სადღესასწაულო ვახშამი და ღვინო შევა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე