ბათუმში, არასრულწლოვანმა თავის არეში ჭრილობა მიიყენა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 19.12.2017
ნანახია: 799

ბათუმში, 17 წლის არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს. ახალგაზრდას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აქვს. მათივე ცნობით, ახალგაზრდას ყბის არეში 5 მასრა ჰქონდა.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალგაზრდას სავარაუდოდ, სუიციდის მცდელობა ჰქონდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე