ნოდარ ხადური აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 18.11.2015
ნანახია: 1576

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში, იან კელის შეხვდა. 
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით უწევს.
ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე