სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
საქართველო, თბილისი - 17:19 | 18.12.2017 ნანახია: 886სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
,,ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ო.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 05:25 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო.ბ.-მ, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე, ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის სწორი და უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში.
აღნიშნული შეამჩნიეს საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს თანამშრომლებმა, რომელთა კანონიერ მოთხოვნას ო.ბ. არ დაემორჩილა, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. პოლიციის თანამშრომლებმა ო.ბ.- ს განუმარტეს, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რის შემდეგაც მან სამართალდამცველებს მოსთხოვა არ შეედგინათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მათ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ საჩივრის შეტანით დაემუქრა. მიუხედავად მუქარისა, პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. აღნიშნულით განაწყენებულმა ო.ბ.-მ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, 2016 წლის 7 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა საჩივრით, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა პოლიციის მუშაკებმა გადაამეტეს მათი უფლებამოსილება და გამოიყენეს მის მიმართ ძალადობა, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო, ტრასოლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით ო.ბ.-ს მიერ მითითებული გარემოებები არ დადასტურდა.
ო.ბ.-ს ბრალდება 2016 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა