ფოთში, მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 18.12.2017
ნანახია: 1046

ფოთის მე-11 საჯარო სკოლის, მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. 

მომხდარის შესახებ, მან თავადვე აცნობა სკოლის მანდატურს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

არასრულწლოვანი გოგონა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის მოზარდი სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო არქივიდან




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე