მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ, არამიზნობრივად, დახარჯულია 8 მლნ ლარზე მეტი - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 14:45 | 18.12.2017
ნანახია: 1113

ე.წ პიჯაკების საქმის პროკურორის, ქეთევან ჩაჩავას შეფასებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან შემხებლობაშია არ არის.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ბრალდებულებს თეიმურაზ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის თებერვლის შემდგომ გაწეულ ხარჯებს არ ედავება. შესაბამისად, სასტუმროდან ამონაწერები და საბანკო ანგარიშები ვერანაირად ვერ იქნება შემხებლობაში ამ პირების სისხლის სამართლებრივ საქმის განხილვასთან.

რაც შეეხება სასამართლოზე წარმოდგენილ ბრალდების მხარის  გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ეს არის ის ხარჯები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ სხვადასხვა სუვენირების, საჩუქრების, ცხენების, იახტების შესაძენად, უკანონოდ იქნა გაწეული, სახელმწიფო აუდიტის მონაცემებში მითითებულია, რომ ყველა ეს ხარჯი არამიზნობირივი იყო და ის პირდაპირ ასაბუთებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბიუჯეტიდან თანხა უკანონოდ იფლანგებოდა.

ჯამში, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ, არამიზნობრივად, დახარჯულია 8 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ და დასძინა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დროს სხვა გვარებთან ერთად გაჟღერდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მომღერალ ივანა მელაის საჩუქრისთვის გამოყოფილი 982 ლარი და მარიამ საჯაიასთვის შეძენილი 3500 ლარის ღირებულების სამაჯური.

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა დღეისთვის დასრულდა. პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.

საქმის შემდგომი განხილვა 26 დეკემბერს, 11 საათზეა ჩანიშნული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე