სირიაში გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური გიორგი კუშტანაშვილი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:30 | 18.12.2017
ნანახია: 1169

სირიაში გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური,  გიორგი კუშტანაშვილი იგივე ფეიზულ მარგოშვილი და სალაჰუდინ შიშანი დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, 39 წლის დუისელი ფეიზულ მარგოშვილი 17 კაციან ჯგუფს მეგზურობდა. სპეცოპერაციის შემდეგ კი, ჯგუფის წევრებთან ერთდ საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა და თურქეთში გადავიდა.

პანკისელების თქმით, 2015 წლის ოქტომბერში ფეიზულ მარგოშვილი და მისი თანამებრძოლები, როგორც სირიის ხელისუფლების, ისე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. მას შემდეგ კი, გიორგი კუშტანაშვილი ე.წ. ,,ისლამურ სახელმწიფოში" ,,კავკასიის იმარატის" ხელმძღვანელი გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე