ციხის გუშაგს, რომელმაც თვითნებურად მიატოვა პოსტი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 14.12.2017
ნანახია: 899

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარე დაცვისა და ბადრაგირებისმთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების გუშაგს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს. 

"შემთხვევა 2017 წლის 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 2017 წლის 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ტ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით. ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად, ის შესაბამის პენიტენციურდაწესებულებაში იმყოფება", -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე