სააკაშვილს სახაზინო ადვოკატები დაენიშნა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 14.12.2017
ნანახია: 831

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სახაზინო ადვოკატების მონაწილეობით გაგრძელდება.

გუშინ, სააკაშვილმა შეთანხმებით აყვანილი ადვოკატები, ბექა ბასილაია და დავით კაკოიშვილი აიცილა. აცილების საფუძვლად სააკაშვილმა პოლიტიკური დევნა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბრალება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე