ესპანეთში 18 მლნ ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 13.12.2017
ნანახია: 888

ესპანეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა და საბაჟო სამსახურმა ვალენსიის პორტში ერთ-ერთ გემზე ნარკოტიკების მსხვილი პარტია - 520 კგ კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულებაც 18 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრი ხუან იგნასიო სოიდო აცხადებს.
ნარკოტიკები სატვირთო გემის კონტეინერში ინახებოდა. გემს  ლონგ-ბიჩიდან (კალიფორნია, აშშ) ნუში გადაჰქონდა და ესპანეთისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლათინოამერიკულ ქვეყანაში გაჩერდა.  

ეს ბოლო 15 დღის განმავლობაში მესამე წარმატებული ოპერაციაა, რომლის დროსაც სამართალდამცველმა ორგანოებმა და საბაჟო სამსახურმა ნარკოტიკების მსხვილი პარტია აღმოაჩინა.

 ალხესირასში სამართალდამცველებმა 6 ტონა კოკაინი იპოვეს, ბარსელონაში კი - 331 კგ ჰეროინი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე