კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს - ირმა ნადირაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:52 | 13.12.2017
ნანახია: 1077

გიორგი კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მეორე პრობლემაა, რომ გარედან ეს ყველაფერი ძალიან არაჯანსაღად გამოიყურება.

"ქვეყანა მიაქვს კორუფციას და სანამ პრემიერის ძმაკაცებმა არ დაიწყეს ამაზე საუბარი ამ პრობლემის აღიარება საერთოდ არავის არ უნდოდა. მეორე პრობლემაა, რომ გარედან ეს ყველაფერი ძალიან არაჯანსაღად გამოიყურება. როდესაც მესიჯებით ვერ მოაგვარეს პრობლემა საჯარო სივრცეში გადმოვიდნენ და დაიწყეს ამ თემის განხილვა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე