ადრიანა ლიმა Victoria's Secret-ს ახალი შეყვარებულის გამო ტოვებს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 15:40 | 13.12.2017
ნანახია: 3569

 

ადრიანა ლიმამ თავის Instagram-ზე საინტერესო სიახლე გამოაქვეყნა. Victoria's Secret-ის „ანგელოზი“, რომელიც 18 წლის განმავლობაში პოდიუმზე თეთრეულის დემონსტრირებას ახდენდა, „უაზრო მიზეზების“ გამო კამერის წინ გახდას აღარ აპირებს.

 თუ რომელ მიზეზებს მიიჩნევს ის უაზროდ, ცოტა გაურკვეველია, თუმცა როგორც ჩანს მოდელი სერიოზულად არის განწყობილი.  „მივიღე წინადადება სექსუალურ ვიდეორგოლში გადაღების შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ადრე ვმონაწილეობდი ბევრ ასეთ გადაღებაში, ჩემში რაღაც შეიცვალა. როდესაც მეგობარმა გამიმხილა, რომ თავისი სხეულით უკმაყოფილოა, გამახსენდა, რომ ყოველდღე გაღვიძებისას ჩემს თავს ვეკითხები თუ როგორ გამოვიყურები.

და ამ მომენტში მივხვდი, რომ ქალების უმეტესობა დილით გაღვიძებისას, ფიქრობენ, შეესაბამებიან თუ არა იმ სტერეოტიპებს, რომლებსაც საზოგადოება,სოციალური ქსელი და მოდა თავს ახვევს.

ეს აზიანებს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამიტომ გადავწყვიტე ყველაფრის შეცვლა. მე აღარსდროს გავიხდი ტანსაცმელს უაზრო მიზეზების გამო“, - წერს ლიმა.

რამ აიძულა ცნობილი „ანგელოზი“ გადაწყვეტილების შეცვლა,გამოცანად რჩება. შესაძლოა. საქმე მოდელის ახალ შეყვარებულშს ეხება. თურქ მწერალს მეთინ ჰარას ის  ზაფხულიდან ხვდება. თავის Instagram-ზე ის ხშირად აზიარებს გრძნობებს ბოიფრენდის მიმართ და მას „მთელი ცხოვრების სიყვარულს“ უწოდებს.

თუმცა მოდელის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ ადრიანას კამერის წინ გაშიშვლება მისმა ბოიფრენდმა აუკრძალა, მაგრამ თაყვანისმცემლების ამ მოსაზრებას რეალური მტკიცებულება ჯერ არ მოყოლია. არც ლიმას და არც ჰარას ამ ხმებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხდება არ გაუკეთებიათ.

 

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე