ორსულობა მესამე თვეში გავიგე - მაკა ჩიჩუა

საქართველო, თბილისი - 14:19 | 13.12.2017
ნანახია: 4342

მაკა ჩიჩუა ორსულობისა და მეუღლესთან ურთიერთობის შესახენ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. 

,,პრაიმნიუსჯორჯია'' ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ:

რამდენ წელს ითვლის თქვენი ქორწინება?

ძალიან დიდი ხანია, ერთად ვართ. ოფიციალურად, 3 წელზე მეტია, მაგრამ 10 წელია, ერთად ვცხოვრობთ.

როდის ელოდებით ბავშვს?

2 თვეში. ველოდებით ბიჭს.

სახელი შერჩეული გაქვთ?

კი, შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. ახლა იფიქრეთ, რა შეიძლება, რა სახელი შევურჩიეთ.

თქვენი ემოცია როგორია?

თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა. 3 თვის ვიყავი, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

რა რეაქცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს?

ძალიან გაუხარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე