ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 13:37 | 13.12.2017
ნანახია: 987

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა და აღნიშნა, რომ პალესტინის დედაქალაქად იერუსალიმი უნდა გამოცხადდეს.

მისი თქმით, აშშ-მა გადაუხვია საერთაშორისო ნორმებს, როდესაც ქალაქი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

„საკმარისია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რათა მივხვდეთ, რომ ქალაქი ოკუპირებულია. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. ჯარისკაცი ტერორსტები იტაცებენ ბავშვებს და ციხეებში მიყავთ. მოგიწოდებთ იერუსალიმი ოკუპირებული პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად აღიაროთ“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის საგანგებო სამიტზე გამოსვლისას.

მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს.

„მჯერა, რომ გაეროს 196 წევრი ქვეყანა გამოხატავს თავის სწორ პოზიციას. აშშ შესაძლოა იყოს ძლიერი ბირთვული სახელმწიფო. მაგრამ მთელი მსოფლიო მას არ ეკუთვნის“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე