პოროშენკო პრემიერ-მინისტრის პოსტს მთავაზობდა - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:40 | 13.12.2017
ნანახია: 1189

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკარინის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ მას პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ Zik-ის ეთერში განაცხადა.

„ის (პოროშენკო) მუდამ მიანიშნებდა, როგორც ჩანს იაცენიუკს, რომ მე მომავალი პრემიერ-მინისტრი ვარ, მაგრამ როდესაც შევიტყვე, რომ ის მიანიშნებდა, ვუთხარი: პეტრო ალექსეევიჩ, ნუთუ ამას თქვენ ამბობთ?“ - მან მიპასუხა: „რატომაც არა?“ - მე ვუთხარი: „არა!“- ციტირებს სააკაშვილის სიტყვებს გამოცემა „ვესტი.უა“

Zik-ის ეთერში სააკაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრობის  მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტობის ამბიცია არ აქვს.

 „მიმაჩნია, რომ უკრაინის პრეზიდენტები უკრაინელები უნდა იყვნენ, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე