მოსკოვში ახალ წლის დღეებში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 12.12.2017
ნანახია: 886

მოსკოვში ახალი წლის დღეებსა და საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ფე-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში სპეცსამსახურებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც თავდასხმებს ამზადებდნენ. ჯგუფის წევრები იყვნენ ცენტრალუი აზიის მკვიდრნი. ისინი ზოგიერთ თავდასხმას თვითმკვლელების მონაწილეობითაც გეგმავდნენ.

ამოღებულია ასაფეთქებლი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ფე-ეს-ბე-ემ ასევე გაანადგურა ტერორსტების ლაბორატორიაც.

ბორტნიკოვის განცხადებით, ამ დაჯგუფების ხელმძღვანელები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან.

ფე-ეს-ბეს-ს ხელმძღვანელის თქმით, სირიის მებრძოლებისგან გათავისუფლების შემდეგ რუსეთში ტერორისტული დაჯგუფების წვერების დაბრუნების საფრთხე არსებობს.

ბორტნიკოვის თქმთ, ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ტერორისტების კერების შექმნას ეცდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე