მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა კი ვაჩვენებ, როგორ შეიძლება მოკვდეს - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:41 | 11.12.2017
ნანახია: 841

,,მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა კი ვაჩვენებ, როგორ შეიძლება მოკვდეს," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყდეს.

კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა დაიწყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს სამი ადვოკატი იცავს.

მოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის განმავლობაში სააკაშვილი განსასჯელთა სკამზე არ იჯდება. მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანეს განსასჯელთათვის განკუთვნილი კამერიდან და ის ადვოკატების გვერდით დასვეს.

სასამართლო დარბაზში ასევე იმყოფებიან იულია ტიმოშენკო, სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და ჟურნალისტები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე