პუტინმა სირიიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 11.12.2017
ნანახია: 1080

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ჯარების გაყვანის შესახებ მან ორშაბათს დილით ჰმეიმიმის ავიბაზაზე ყოფნის დროს განაცხადა.

პუტინი სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. აქედან ის ეგვიპტეში გაფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს აბდელ-ფათაჰ ას-სისის უნდა შეხვდეს.

ჰმეიმიმის ავიაბაზაზე პუტინს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსული სამხედრო ქვედანაყოფის მეთაური სერგეი სუროვიკინი დახვდნენ.

„თქვენ გამარჯვებით უბრუნდებით მშობლიურ კერებს, ახლობლებს მშობლებს, ცოლებს შვილებს, მეგობრებს. სამშობლო გელოდებათ, მეგობრებო“, - მიმართა პუტინმა ჯარისკაცებს.

რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 2015 წლის 30 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერაციის დროს 39 რუსი სამხედრო დაიღუპა. მედიის ცნობით, მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან ოპერაციაში  მონაწილეობენ მებრძოლები, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანიას ჰყავს დაქირავებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე