სააკაშვილის მომხრეებმა სასამართლოს შენობაში შესაღწევად პიროტქენიკა გამოიყენეს

საქართველო, თბილისი - 14:33 | 11.12.2017
ნანახია: 1002

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პეჩორის რაიონის სასამართლოში შეჭრას შეეცადნენ, სადაც მიმდინარეობს სასამართლო სხდომა სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებასაც. სააკაშვილის მომხრეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.

პოლიციამ პეჩორის სასამართლოს შენობასთან შესასვლელი გადაკეტა და სააკაშვილის მომხრეებსა და „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრებს არ უშვებს. ჟურნალისტები და სასამართლო პროცესის მონაწილეები შენობაში თავისუფლად გადაადგილდებიან.

სასამართლოსთან მიმიდინარეობს სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე