მეტროპოლიტენში შიშველი მამაკაცი დასეირნობდა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 11.12.2017
ნანახია: 965

კიევის მეტროპოლიტენში შიშველი მამაკაცი სეირნობდა, თამბაქოს ეწეოდა და მეტროს თანამშრომლებს ჩახუტებით ემუქრებოდა, თუ კი მასთან მიახლოებას ეცდებოდნენ.
ინციდენტის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ დასეირნობს შიშველი მამაკაცი მატარებლის ვაგონში და როგორ ცდილობენ მის დაკავებას მეტროს თანამშრომლები და პოლიციელები.

მედიის ცნობით, მამაკაცი მემანქანის ვაგონშიც კი შეიჭრა. მამაკაცი დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა მიზეზით სეირნობდა შიშველი მამაკაცი მეტროში, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე