ევროკავშირის ბევრი ქვეყანა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 11.12.2017
ნანახია: 944

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბიმიამინ ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ყველა ან უმეტესი წევრი ქვეყანა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.
„დადგა დრო პალესტინამ ისრაელის სახელმწიფო აღიაროს და აღიაროს ის ფაქტიც, რომ მისი დედაქალაქი იერუსალიმია.“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ჟურტნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, ეს მომავალში მაინც მოხდება.

 „მჯერა, რომ ევროპის ყველა ან უმეტესი წევრი ქვეყანა თავიანთ საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანს, აღიარებენ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და ჩვენთან ერთად იმუშავებენ უსაფრთხოების, აღორძინებისა და მშვიდობისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და ხელი მოაწერა დოკუმენტს თელ-ავივიდან იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე