უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის შინა პატიმრობისთვის განსაზღვრულ მისამართს ასახელებს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 11.12.2017
ნანახია: 1083

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს - ეს არის კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32. 

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს სხდომა ბოლო ინფორმაციით, თბილისის დროით 14:00 საათზეა დანიშნული. 

„სხდომა სასამართლოს მეორე დარბაზში გაიმართება. ავტომატური განაწილების შედეგად მოსამართლედ ლარისა ცოკოლი დაინიშნა. ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს. ამავდროულად, სააკაშვილი ვალდებული იქნება საგამოძიებო მოქმედებებზე გამოცხადდეს“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე