ევროვიზიის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 11.12.2017
ნანახია: 1272

„ევროვიზია- 2017“-ის გამარჯვებულს პორტუგალიელ მომღერალს სალვადორ სობრალს გულის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. ის ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.

ლისაბონის კლინიკის სპეციალისტების თქმით, 27 წლის პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

ექიმების თქმით, რეაბილიტაცია დიდ დროს დაიკავებს, მაგრამ მოვლენების კარგად განვითარების შედეგად სობრალი ცხოვრებას სრულიად ჯანმრთელი გააგრძელებს.  

მომღერალი ოპერაციას რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდა, ვიდრე შესაბამისი დონორი გამოჩნდებოდა. სექტემბერში სობრალმა განაცხადა, რომ საკონცერტო მოღვაწეობას დროებით წყვეტდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე