უშედეგო ბრძოლა ხანძართან - კალიფორნიაში, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება

საქართველო, თბილისი - 13:26 | 09.12.2017
ნანახია: 739

კალიფორნიაში, ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება, პოლიცია მხოლოდ ერთი პირის, 70 წლის ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიის შტატის სამხრეთით ტყის ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან. ცეცხლი 57 870 ჰექტარ ტყის მასივს უკიდია. ქარიანი ამინდის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას ასობით სახანძრო ეკიპაჟი და ცეცხლის საწინააღმდეგო ვერტმფრენები ცდილობენ.

სტიქიის გამო სან დიეგოსა და ლოს ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც ხანძრის კერებია, 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 20 ათას საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე