,,მიშა მე არ ჩამიშვია” - ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 11:48 | 09.12.2017
ნანახია: 802

ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ. „მე არ „ჩამიშვია“, - ამბობს იური პოკინბოროდა. 

ამის შესახებ ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის იური პოკინბოროდას ვიდეომიმართვაშია ნათქვამი. უკრაინული გამოცემა „hromadske.ua“-ს ინფორმაციით, ვიდეომიმართვაში პოკინბოროდა სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. 

დღეს ჩემს ბინაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ერთის მხრივ იყო მოსალოდნელიც და ამავდროულად მოულოდნელიც.

მოსალოდნელი იმის გამო, რომ მე როგორც პოლიციის თანამშრომელს, კარგად მესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები და ასევე სპეცსამსახურები იმ სახელმწიფოების, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან, ესაა რუსეთი.

კანონის თანახმად, იზოლატორში უნდა გადავეყვანე მეც, მაგრამ მე არ დამაკავეს. ვვარაუდობ, რომ სურთ, მახე დამიგონ და სააკაშვილის დაკავებაში დამნაშავე გამომიყვანონ.

შემიძლია გითხრათ ერთი, მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას ამასთან დაკავშირებით. თუ უახლოეს დღეებში მე რამე დამემართება, ეს ნიშნავს, რომ სწორ კვალზე გავედი,"-აცხადებს იური პაკინბოროდა


მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე