პალესტინელები, ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების შესახებ, მასობრივი აქციებით აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 18:33 | 08.12.2017
ნანახია: 927

პალესტინელები მართავენ მასობრივ აქციებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში და ღაზის სექტორში, რათა გააპროტესტონ აშშ-ის პრეზიდენტის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის შესახებ.

,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.

ისრაელმა დამატებით ასობით პოლიციელი განათავსა იერუსალიმის ისტორიულ ცენტრში, ხოლო ისლამისტების ჯგუფმა „ჰამასმა“ პალესტინელებს მოუწოდა, უარი თქვან სამშვიდობო პროცესზე და ჩაებან ახალ ამბოხებაში - „ინტიფადაში“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ახლო აღმოსავლეთისა და სხვა, უმეტესწილად, მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში გაიმართა და კიდევ იგეგმება პალესტინელებისადმი სოლიდარობის გამომხატველი აქციები.

ირანში დემონსტრაციები გაიმართა რამდენიმე ქალაქში, სადაც გამოდიოდნენ ლოზუნგებით „სიკვდილის ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“. იერუსალიმის სტატუსი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული საკითხი ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე