რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას – ლავროვი

საქართველო, თბილისი - 17:54 | 08.12.2017
ნანახია: 1719

„რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ახალი რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  სერგეი ლავროვმა ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,საზოგადოებრივის“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა -,,როდის აპირებს რუსეთი, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია”.

მან ასევე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც რექს ტილერსონი ამბობს, რომ საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ეუთომ უნდა დაგმოს რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს ეუთოს წვდომას საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

აღნიშნული კითხვის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

„დიდი მადლობა თქვენ განცხადებისთვის. მე ტილერსონზე არაფერი შემიძლია ვთქვა. ტილერსონმა დაგმობისკენ მოუწოდა არა რუსეთს, არამედ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ, დაგმოთტილერსონმა დაგმო რუსეთის ქმედებები და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა, ხოდა დაგმეთ. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ორი ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვი ავსტრიაში, ვენაში ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე