მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნ

საქართველო, თბილისი - 17:46 | 08.12.2017
ნანახია: 819

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო  დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა საავტომობილო გზებზე:

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და  საერთაშორისო მნიშვნელობის  ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, შესაბამისად აღნიშნულ გზებზე, ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე