სააკაშვილი არ იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას - პეტრო პოროშენკო

საქართველო, თბილისი - 15:55 | 08.12.2017
ნანახია: 878

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს.
„თუ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას შევაფასებთ, ის საერთოდ არ იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას, რადგან არსებობს კონკრეტული დანაშაულებები, რომლებიც მოხდა და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ გამოძიებისა და სასამართლოს გამჭვირვალობა, საგამოძიებო ორგანოების გახსნილობა“- განაცხადა პოროშენკომ ლიტვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.  

მისი თქმით, სააკაშვილის დაკავების მცდელობა არანაირად არ უკავშირდება მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე