პოლიციამ იერუსალიმში საპროტესტო აქცია დაშალა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 08.12.2017
ნანახია: 770

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში დამასკოს კარიბჭესთან აქცია დაშალა.

რამდენიმე ათეული აქტივისტი დამასკოს კარიბჭესთან იყო შეკრებილი და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ აპროტესტებდა. მათ გამოიტანეს ტრამპის კარიკატურები და „ალაჰ აკბარს“ სკანდირებდნენ.

ამასთან საპროტესტო დემონსტრაცია იერუსალიმის ქუჩებშიც გამოჩნდა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე