24 წლის ქალს საჭმლის პანიკურად ეშინია

საქართველო, თბილისი - 14:15 | 08.12.2017
ნანახია: 818

ინგლისის ქალაქ სტოკპორტის მკვიდრს 24 წლის ემი მილინგტონს საჭმლის პანიკურად ეშინია. თავისი ისტორია მან გამოცემა The Sun-ს უამბო.

ახალგაზრდა ქალის თქმით, მას სკოლაში ფაქტობრივად არასდროს უჭამია და არასდროს ყოფილა  კაფე-რესტორნებში. ის მხოლოდ მიირთმევდა შვრიის ნამცხვარს, ჩიფსებს, ნივრიან პურს, შეუკმაზავ მაკარონს, ბრინჯს, შოკოლადსა და „მაკდონალდსის“ ჩიზბურგერებს. ემი თავის ოთახში იმალებოდა საშობაო ვახშმის დროსაც კი, რადგან სადღესასწაულო სუფრის დანახვა არ შეეძლო.

ბავშვის გაჩენის შემდეგ მილინგტონმა მიმართა ჰიპნოზის სპეციალისტს, რომელმაც მას ბანანის ჭამა აიძულა.

თერაპია მას საათში 300 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, ქალი აღნიშნავს, რომ ახლა ამ ხილით ტკბობა შეუძლია. თუ რამდენი სეანსი დასჭირდა ახლაგაზრდა დედას, უცნობია.

საშობაო საღამოს ემი ინდაურის ხორცის გასინჯვას გეგმავს.

ასეთ მდგომარეობას სპეციალისტები ციბოფობიას უწოდებენ. ის სხვადასხვაგვარად ვლინდება: ზოგიერთს მალფუჭებადი პროდუქტის მიღების ეშინია, ზოგს კი ახალ საკვებზე გული ერევა.  

ამგვარმა შიშმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დისტროფია, თირკმლის უკმარისობა და ანემია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე