ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - დაღუპულია ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 13:23 | 08.12.2017
ნანახია: 1421

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხში. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და ქვეითი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე