კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 07.12.2017
ნანახია: 799

200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ამერიკის კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად. მედიის ცნობით განადგურებულია 184 სახლი.

ხანძრის ყველაზე დიდი კერა ვენტურას ოლქში დაფიქსირდა. აქ სულ მცირე 36,4 ათასი ჰექტარი ფართობი იწვის. განადგურებულია 150 ნაგებობა.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 1800 მეხანძრეა ჩართული.

ხანძარი ასევე მძვინვარებს ლოს-ანჯელესში, სადაც ცეცხლმა 5,2 ათასი ჰექტარი ფართობი მოიცვა. დანგრეულია 30-ზე მეტი სახლი.

კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ვენტურას ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე 260 ათასი მომხამრებელია დარჩენილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე