ბრიტანელი ქალი ჭაღზე დაინიშნა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:14 | 06.12.2017
ნანახია: 2256

ბრიტანელი ამანდა ლიბერთი ჭაღზე დაინიშნა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ამანდამ ჭაღი - ლიუმერი შარშან eBay-ზე ნახა და ის 400 ფუნტად იყიდა. ლიბერთის თქმით, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. „ლიუმერი გერმანიაში იყო, და იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, მისი წამოღება რთული იქნებოდა, ვხვდებოდი, რომ ის აუცილებლად უნდა მიმეღო. მუდამ მასზე ვფიქრობდი: მას მშვენიერი ფორმები აქვს. ვგრძნობდი არაჩვეულებრივ ენერგეტიკას, რომელიც მისგან მოდიოდა“- აღნიშნა ამანდამ. ის ამტკიცებს, რომ ჭაღს წინადადება წმინდა ვალენტინის დღეს შესთავაზა.


მის კოლექციაში სულ 25 ჭაღია. ქალი მზად არის ლიუმერის წინაშე ყველა ვალდებულება თავის თავზე აიღოს, მაგრამ კოლექციის სხვა ნივთებთან თავისუფალ ურთიერთობებზე უარის თქმას არ აპირებს.

 „ჩემი ჭაღებიდან არცერთი არ ეჭვიანობს. მათ ესმით, რომ ყველა მიყვარს. მაგალითად, ვკოცნი და ვეხვევი ლიუმერს, თუმცა მძინავს ჯიუელთან, რადგან ის კომპაქტური და მყუდროა“, - ამბობს ამანდა. „ჭაღებისადმი სიყვარულის გამო ზიანს არავის ვაყენებ. უბრალოდ  გულის ხმას ვუსმენ“, -მიიჩნევს ამანდა.

მისი თქმით, პირველად მას 14 წლის ასაკში დასარტყმელი მოწყობილობა შეუყვარდა. წლების შემდეგ გრძნობა თავისუფლების ქანდაკების მიმართ გაუჩნდა. ამასთან დაკავშირებით გვარიც შეიცვალა და დიდ პოლის ნაცვლად ლიბერთი (თავისუფლება) გახდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე