პოლიციამ სენატორი 17 წლის ბიჭთან ერთად სასტუმროს ნომერში იპოვა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 06.12.2017
ნანახია: 1551

ოკლაჰომას შტატის პოლიციამ ყოფილი სენატორი რალფ შორტი სასტუმროს ნომერში არასრულწლოვანთან ერთად აღმოაჩინეს. ბიჭი 17 წლის იყო. წესრიგის დამცველთა თქმით, ბიჭი სავარაუდოდ სექსუალურ ურთიერთობაზე ნარკოტიკების სანაცვლოდ დათანხმდა.

პოლიციას ბიჭის მამამ დაურეკა. გამოძახებაზე მისულმა სამართალდამცველებმა სასტუმროს ნომრის კართან გაიგონეს ორი ადამიანის ხმა, ერთ-ერთი მამაკაცი მეორეს სთხოვდა სწრაფად ჩაეცვა.

35 წლის სენატორის თქმით, რომელიც დაქორწინებულია და ოთხი შვილი ჰყავს, ნომერში მოზარდთან უბრალოდ საუბრობდა.

პოლიციელებმა მას არ დაუჯერეს და დააპატიმრეს. მოზარდის პლანშეტში აღმოაჩნდა მიმოწერა, სადაც შორტი ბიჭს „ჩემს პატარას“ უწოდებდა.

შორტი სენატორი 2011 -2017 წლებში იყო. მან პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ის საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელბაში, არასრულწლოვანი მეძავების იატაკქვეშა ქსელის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. ის ასევე ბავშვებს საკუთარი სხეულით ვაჭრობაში აიძულებდა.

ნოემბრის ბოლოს მან დანაშაული აღიარა. ყოფილ სენატორს 10-წლიანი  ან სამუდამო პატიმრობა, ასევე 250 ათასი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე