სააკაშვილი ამ ბრძოლას როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში წარმატებით დაასრულებს - უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:00 | 06.12.2017
ნანახია: 828

მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას როგორც უკრაინაში ისე საქართველოში წარმატებით დაასრულებს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ოლიგარქიული მმართველობა როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ძალიან მალე დასრულდება. 

“დღეს თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა, ხმამაღლა გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც კიევში ვითარდება. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას ხმამაღლა შევახსენოთ, რომ ოლიგარქიული მმართველობა როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ძალიან მალე დასრულდება. დღეს ჩვენ საქმე ოლიგარქიულ შეთანხმებასთან გვაქვს. ეს შეთანხმება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა. მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაიმარჯვა. გაიმარჯვა არა იმ დროს, როდესაც ის უკრაინელმა ხალხმა ავტომანქანიდან გაათავისუფლა, არამედ მაშინ, როდესაც ის დააკავეს. მაშინ ის უკვე გამარჯვებული იყო. პოროშენკო ფაქტია, რომ ვაბანკზე წავიდა და ყველაზე უგუნური ნაბიჯი გადადგა. მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას როგორც უკრაინაში ისე საქართველოში წარმატებით დაასრულებს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთებში აქციას მართავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე