ავსტრიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 06.12.2017
ნანახია: 1046

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.  ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ერთნაირსქესიანი წყვილები ოფიციალურად ისევე იქორწინებენ, როგორც ჰეტეროსექსუალები. ერთნაირსქესიანთა ქორწინებების რეგისტრაცია 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.

მანამდე ჰომოსექსუალებს ურთიერთობის დარეგისტრირება მხოლოდ „ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის“ ფორმაში შეეძლოთ. მაგრამ ასეთ კავშირებს ჰეტეროსექსუალთა ქორწინებასთან შედარებით ნაკლები უფლებები ჰქონდათ. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მსგავსი განსხვავება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგბა, და ადამიანთა დისკრიმინაციას ემსახურება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე