ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 13:33 | 06.12.2017
ნანახია: 851

ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორი და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა. 

“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შევაფასებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. ნატო-ს მხარდაჭერით ძლიერდება საქართველოს თავდაცვის ინტიტუტები და ეხმარება ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე. ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე