ბრიუსელში მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს ხვდება

საქართველო, თბილისი - 12:24 | 06.12.2017
ნანახია: 803

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.

შეხვედრის შემდეგ, ჯანელიძე და სტოლტენბერგი მედიასთან მოკლე კომენტარებს გააკეთებენ.

დღესვე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც იენს სტოლტენბერგი წარუძღვება. ღონისძიებას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის დიპლომატები დაესწრებიან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიუსელში მყოფი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთანაც გამართავს. ტილერსონი მინისტერიალს ესწრება, რომელიც დღეს გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე