პოლიციამ გიულენის ძმისშვილი დააკავა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 06.12.2017
ნანახია: 739

თურქეთის პოლიციამ ანკარაში სპეცოპერაციის დროს ოპოზიციური ორგანიზაციის (FETO) ლიდერის ფეთჰულაჰ გიულენის ძმისშვილი სალმან გიულენი დააკავა.

თებერვალში მანისის პროვინციაში გიულენის კიდევ ერთი ძმისშვილი დააკავეს,  2016 წლის ოქტომბერში კი იზმირში ოპოზიციონერის ძმა ქუბეთინ გიულენი დააპატიმრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარის პროკურატურამ გიულენის ორგანიზციასთან კავშირში 87 ეჭმიტანილის დაკავების სანქცია გასცა. მათგან 47 უკვე დაკავებულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე