ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 11:52 | 06.12.2017
ნანახია: 1082

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივად აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას დონალდ ტრამპი დღეს გააკეთებს.

არაბული ქვეყნების ლიდერები ტრამპს ამ ნაბიჯისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ, რადგან მათი აზრით, ეს რეგიონში ახალ კონფლიქტს გამოიწვევს.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, აშშ-ს იერუსალიმში საელჩოსთვის შესაბამისი შენობა ჯერ არ შეურჩევია. ამიტომ გადასვლას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე პრეზიდენტი სახელმწიფო დეპარტამენტს თელ-ავივიდან იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანის დაწყების პროცესს დაავალებს. თუმცა კონგრესისთვის აღნიშნული საკითხის გაცნობა ექვს თვეს მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტები, მათ შორის ტრამპი, ამ დოკუმენტს ყოველ ექვს თვეში აწერს ხელს, მას შემდეგ რაც 1995 წელს კონგრესმა საელჩოს გადატანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია ისრაელსა და მის არაბულ ქვეყნებს შორის.

ისრაელი იერუსალიმს თავის დედაქალაქად მიიჩნევს, მაგრამ პალესტინელებს სწამთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე