ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მზადდებოდა

საქართველო, თბილისი - 09:23 | 06.12.2017
ნანახია: 810

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მზადდებოდა. ამის შესახებ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა ენდრიუ პარკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტერეზა მეიზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით ლონდონსა და ბირნინგემში სპეცოპერაციები ჩატარდა.

დაკავებულია 2 პირი, 20 წლის ნაიმურუ ზაკარია და 21 წლის მუჰამედ აკიბ იმრანი.  მათ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.

როგორც ირკვევა, ტერორისტები ბომბის აფეთქებას პრემიერის რეზიდენციასთან გეგმავდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე