დღეს დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:19 | 06.12.2017
ნანახია: 833

დღეს, 12:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. 

ბრალდებული დეკანოზი სასჯელის სრულად გაუქმებას ითხოვს. 

შეგაახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე