ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველო, თბილისი - 17:18 | 05.12.2017 ნანახია: 1146საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) თავმჯდომარე ურბან ალინს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები რიკსდაგის თავმჯდომარის მოადგილეებთან, წევრებთან და გენერალურ მდივან კეტრინ ფლოსინგთან.
შეხვედრები გაიმართება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომთან, შვედეთის პრემიერ მინისტრის სახელმწიფო მდივან ჰანს დალგრენთან და ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივან ოსკარ სტენსტრომთან.
ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ეწვევა ქალაქ უფსალასაც, სადაც შეხვედრებს ქალაქის მერ კარლ ლინდბერგთან, უფსალას ინოვაციების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ პერ ბენგსტონთან და ქართველ სტუდენტებთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორ კარინ იამტინთან, SKL International-ის თავმჯდომარე მარი-ლუი რონნმარკთან, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის (ISDP) დირექტორ ნიკლას სვანსტრომთან.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ირაკლი აბესაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა