დაჭერილი სააკაშვილი მიკროავტობუსიდან მხარდამჭერებმა გამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:42 | 05.12.2017
ნანახია: 1351

მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან მისმა მხარდამჭერებმა გამოიყვანეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტს ხელზე ბორკილი ადევს და ადგილზე მყოფი აქტივისტების გარემოცვაში იმყოფება. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის მიკროავტობუსიდან გამოყვანა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული ის მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს დაკავებული ექსპრეზიდენტი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჩასვეს. ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა საშუალება არ მისცეს სპეცდანიშნულების რაზმს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეყვანათ ტერიტორიიდან და მოახდინეს მისი ბლოკიდება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე