დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული ერთ-ერთი მშობელი ბრალს აღიარებს - სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

საქართველო, თბილისი - 15:27 | 05.12.2017
ნანახია: 1906

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის პოლიციისთვის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თენგიზ კალანდიას (ერთ-ერთ მოზარდის მამა) ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ თენგიზ კალანდია ბრალს აღიარებს. 

ადვოკატის თქმით, კალანდია ამბობს, რომ მან ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს თავის არასრულწლოვან შვილს მიაკითხა და ავტომობილში ჩასვა როგორც შვილი, ასევე მისი მეგობარი და დანაშაულის ტერიტორიიდან წაიყვანა.

ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, ბრალდებული აცნობიერებს დანაშაულის დაფარვის ფაქტს. რაც შეეხება თენგიზ კალანდიას არასრულწლოვან შვილს, ის მთავარ სამმართველოში ასევე გამოცხადდა - მას დაკითხვაზე უწყება მიუვიდა.

,,აღიარებს იმას, რომ მან იმ წუთას ვერ გაიაზრა ის მოხდა თუ არა დანაშაული. თავის შვილი და მისი მეგობრები წაიყვანა სახლში. ის (თენგიზ კალანდია) აღიარებს, რომ იმ მომენტში უნდა განეხორციელებინა ზარი (პოლიციაში)", - განაცხადა ადვოკატმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე